განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაცია Pearson Education-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა და Pearson-ის ევროპის მიმართულებით ხელმძღვანელმა, მაიკლ რიჩარდ ჰიუეტმა.
ხელშეკრულება ითვალისწინებს, საქართველოს ტერიტორიაზე Pearson Education-ის მიერ შემუშავებული ინგლისურენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აღიარებას.
Pearson Education უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობას. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ინერგება საერთაშორისო დონეზე აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები, მოსწავლეთა შეფასების სისტემები, მათ შორის - Pearson Edexcel iProgress Programme.
Pearso Education-ის პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს ტერიტორიაზე გათანაბრებული იქნება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან.