FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაცია Pearson Education-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

24 თებერვალი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაცია Pearson Education-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. 


დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა და Pearson-ის ევროპის მიმართულებით ხელმძღვანელმა, მაიკლ რიჩარდ ჰიუეტმა.


ხელშეკრულება ითვალისწინებს, საქართველოს ტერიტორიაზე Pearson Education-ის მიერ  შემუშავებული ინგლისურენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აღიარებას.


Pearson Education უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობას. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ  ინერგება საერთაშორისო დონეზე აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები, მოსწავლეთა შეფასების სისტემები, მათ შორის - Pearson Edexcel iProgress Programme. 


Pearso Education-ის პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს ტერიტორიაზე გათანაბრებული იქნება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაცია Pearson Education-ს  შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა