FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო Erasmus+ - ის პროექტის - PRODIGE ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებში

24 თებერვალი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა Erasmus+ -ის ეროვნული გაძლიერების პროექტის - ,,ციფრული უმაღლესი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE)“ ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგების ციკლში მიიღეს მონაწილეობა.

 

ტრენინგების მთავარი მიზანი იყო ციფრულ გარემოში სიმულაციაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობის განვითარება.

 

ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო მისი პრაქტიკული შინაარსიდან გამომდინარე. კერძოდ, მონაწილეებმა განიხილეს სასწავლო პროცესში ელექტრონული სწავლების გამოყენების კონკრეტული მაგალითები.

 

PRODIGE-ის პროექტი ორიენტირებულია ციფრული განათლების პოლიტიკის განვითარებასა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან.

 

დამატებითი ინფორმაცია PRODIGE-ის პროექტის შესახებ, იხილეთ შემდეგ ბმულზე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო Erasmus+ - ის პროექტის - PRODIGE ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებში