FAQ

სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის სხდომა გადაიდო

9 მარტი 2026

სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის სხდომა, რომელიც მიმდინარე წლის 11 მარტს იყო დაგეგმილი, გადაიდო.


ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორში ცვლილებების შეტანის პროცესი. აღნიშნული ცვლილებები ეფუძნება „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში შეტანილ ცვლილებებს, აგრეთვე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 20 თებერვლის №20/ნ ბრძანებას „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“.


აღნიშნულის გათვალისწინებით, დაგეგმილი სხდომა გადაიდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განახლებული ვერსიის დამტკიცებამდე, რათა დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული სწავლის შედეგები სრულ შესაბამისობაში იყოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განახლებულ აღმწერებთან.


სხდომის განახლებული თარიღის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება დამატებით.