FAQ

ტრენინგი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების სერვისთან დაკავშირებით

11 მარტი 2026

მოგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახდენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას. აღნიშნული სერვისის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, შემოიტანოს განაცხადი იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიჩნევა დაინტერესებულ პირად (დაინტერესებულ პირად მიიჩნევა საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელში სწავლის გაგრძელების მიზნითაც ხორციელდება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება).

 

ზემოაღნიშნული სერვისის ადმინისტრაციული წარმოების ანალიზის შედეგად იკვეთება არაერთი პრობლემური საკითხი, რომელთა განხილვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით მეტად გაამარტივებდა განცხადების წარმოდგენასა და 
განხილვასთან დაკავშირებულ პროცესებს.

 


აღნიშნული საკითხების განხილვისა და არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ცენტრი გეგმავს ტრენინგის ორგანიზებას. შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, წარმოსადგენი განაცხადის შევსების პრაქტიკულ ინსტრუქცია 
და ა>შ.

სატრენინგო პროგრამა მიზნად ისახავს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურასთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეულ განხილვას როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, ისე იმ პირებთან, რომლებიც უნივერსიტეტებთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობენ.

 

ტრენინგის ჩატარების პერიოდი: 30 მარტი - 3 აპრილი (აღნიშნული შეხვედრა იქნება ერთჯერადი და გაგრძელდება დაახლოებით ნახევარი სამუშაო დღის განმავლობაში; მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად განსაზღვრულ მცირე ჯგუფებთან შეხვედრები გადანაწილდება 30 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში)

 

ტრენინგის ჩატარების ადგილი: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

სამუშაო ენა: ქართული

სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადა: 13 მარტის ჩათვლით 


 
ერთი დაწესებულებიდან მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.


 
ტრენინგზე რეგისტრაციის მიზნით გადადით ბმულზე: https://forms.gle/PDSYcL7ZSUa2u71U9