განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაწილეობით შექმნილი Tempus Public Foundation-ის PROFFORMANCE გუნდი მოხარულია, გაცნობოთ PROFFORMANCE საზოგადოებრივი ღონისძიებების ციკლის დაწყების შესახებ:https://profformance.eu/en/launch-webinar-profformance-community-events
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების სფეროში პროფესორ-მასწავლებლების, პროგრამის ხელმძღვანელებისა და სხვა სპეციალისტების მხარდაჭერას, რათა ხელი შეეწყოს სასწავლო კურსების ხარისხისა და აქტუალობის გაზრდას.
ღონისძიებების ციკლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან, როგორ არის შესაძლებელი სასწავლო კურსების დიზაინის შესაბამისობაში მოყვანა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) პრიორიტეტებთან და Erasmus+-ის მიზნებთან, ასევე სწავლის შედეგების გაუმჯობესება - PROFFORMANCE-ის ინსტრუმენტებისა და სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიების გამოყენებით.
ციკლის პირველი სემინარი ეძღვნება PROFFORMANCE პროექტის ძირითად პროდუქტებსა და სასწავლო შესაძლებლობებს, ასევე წარმოადგენს შესავალს PROFFORMANCE მოკლევადიან კურსებში, რომლებიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების თანამედროვე პრიორიტეტებთან (მაგალითად: დიგიტალიზაცია, ინტერნაციონალიზაცია, ინკლუზია და მდგრად განვითარება) - ადაპტირებული სასწავლო კურსების შემუშავებას: https://profformance.eu/en/short-courses
________________________________________
სემინარის დეტალები
სემინარის თემა: სასწავლო კურსის განახლება
სემინარის მიზანი: გახადოთ თქვენი სასწავლო კურსი ციფრული, ინკლუზიური, ინტერნაციონალური და მდგრადი
თარიღი: 26 მარტი, 2026
დრო: 17:00 – 19:00 (თბილისის დროით)
ფორმატი: ონლაინ
პლატფორმა: Zoom (შეხვედრის ბმული რეგისტრირებულ მონაწილეებს ელფოსტაზე გაეგზავნებათ)
სამუშაო ენა: ინგლისური
რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული:https://tempus.idloom.events/profformance-launch-webinar-2026
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების გვერდს:
https://profformance.eu/en/course-upgrade-launch-webinar