განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა Erasmus+ -ის ეროვნული გაძლიერების პროექტის - ,,ციფრული უმაღლესი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE)“ ფარგლებში ტრენინგების მორიგ ციკლში მიიღო მონაწილეობა.
ტრენინგების მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტების მიერ ადმინისტრაციულიაკადემიური პროცესის დიგიტალიზაცია. ყურადღება გამახვილდა სტუდენტთა საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათთან კომუნიკაციაზე.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა სტუდენტთა მოზიდვისა და ჩარიცხვის პროცესებში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ წარადგინეს ხედვები და პრაქტიკული მაგალითები.
მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა
PRODIGE-ის პროექტი ორიენტირებულია ციფრული განათლების პოლიტიკის განვითარებასა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ერთიან ევროპულ სტანდარტებთან.
დამატებითი ინფორმაცია PRODIGE-ის პროექტის შესახებ, იხილეთ შემდეგ ბმულზე https://shorturl.at/1CBea