FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 31 მარტი 2026

2026  წლის 14 აპრილი,  14:00 საათი

 

დღის წესრიგი:

 

  1. ა(ა)იპ- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის "ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების" ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

  2. შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ჯიუს "ჟურნალისტიკის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგი შედეგების განხილვა („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენა
  3. შპს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის "საზღვაო ნავიგაციის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგი შედეგების განხილვა („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენა);
  4. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ჟურნალისტიკის” საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
  5. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ეკონომიკის” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
  6. შპს საქართველოს უნივერსიტეტის "საჯარო მმართველობის" (240 კრედიტი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ადმინისტრაციული წარმოების პროცესის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.

     

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. 

 

 

https://us02web.zoom.us/j/82654788737?pwd=9SwKcjJ0E0X7cL7pEm5hnVIMJ164PS.1

 

Meeting ID: 826 5478 8737

Passcode: 147675


შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.