განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ სანიკიძე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ გუნდს შეხვდა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გამოავლინა. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს პრიზები გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წელს გაემგზავრება NASA-ში, აშშ–ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში.