განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 200 წარმომადგენელისთვის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურების შესახებ ტრენინგები ჩატარდა.
სატრენინგო სესიები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს, მათ შორის წარმოსადგენი განაცხადის შევსების პრაქტიკულ ინსტრუქციას და ა.შ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგებს და საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გამართავს, რაც ხელს შეუწყობს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების ადმინისტრაციული პროცესების ხარისხის გაუმჯობესებას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად,2010 წლიდან ახორციელებს უცხოეთში მიღებულიგ ანათლების აღიარებას.