მიმდინარე წლის 19 მაისს, გაიმართა საზღვაო ინჟინერიის უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვის სხდომა, რომელიც მომზადდა ცენტრის დირექტორის 2025 წლის 25 აპრილის №442219 ბრძანებით დამტკიცებულმა „საზღვაო მეცნიერების", „საზღვაო ინჟინერიისა" და „საზღვაო ელექტროინჟინერიის" უმაღლესი განათლების დარგობრივი სამუშაო ჯგუფმა სსიპ- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიცირებით.
საჯარო განხილვის სხდომაზე ცენტრის დირექტორის 2026 წლის 31 მარტის N382660 ბრძანებით დამტკიცებულმა საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ იმსჯელა დარგობრივი მახასიათებლის პროექტის გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი წინადადებების თაობაზე.