გაცნობებთ, რომ ცენტრის დირექტორის 2026 წლის 31 მარტის N382660 ბრძანებით დამტკიცებულმა საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ სსიპ- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიცირებით განაახლა საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი. დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვის მიზნით, 2026 წლის 11 ივნისს, 16:00 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 22.05.2026-დან- 09.06.2026, 18:00-მდე, იწარმოებს შემდეგ ბმულზე: საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი - საჯარო განხილვა. – Fill out form
საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი 97).