FAQ

დარგობრივი საბჭოების წევრთა საინფორმაციო სემინარი

17 ივლისი 2015

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დარგობრივი საბჭოების წევრებისათვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა.

დარგობრივი საბჭოების შექმნა და პროფესიული სტანდარტების შემუშავებაში მათი ჩართულობა პროფესიული განათლების 2013-2020 წლების სტარტეგიით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით 11 დარგობრივი საბჭო შეიქმნა, რომელშიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებათა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იქნენ შეყვანილნი, მათივე ოფიციალური წარდგინების საფუძველზე.

საინფორმაციო სემინარზე საბჭოების წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის, პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის და მოდულების შექმნის პრინციპების, დარგობრივი საბჭოების როლის და მათი მუშაობის წესის შესახებ.

დარგობრივი საბჭოები მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგებიან.   

დარგობრივი საბჭოების წევრთა საინფორმაციო სემინარი