მიმდინარე წლის 11 ივნისს, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, საზღვაო ელექტროინჟინერიის განახლებული დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. აღნიშნული დოკუმენტი, სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით, საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ განაახლა.
აღსანიშნავია, რომ საჯარო განხილვისთვის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში (22.05.2026 – 09.06.2026) დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით დამატებითი წინადადებები ან შენიშვნები არ შემოსულა. ვინაიდან განხილვის სხდომაზე პროექტში არსებითი ცვლილებები არ შეტანილა, საბჭომ კენჭისყრის შედეგად, დამსწრე წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, მხარი დაუჭირა დარგობრივი მახასიათებლის პროექტის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.