2026 წლის 22 ივნისი 16:00 საათი
დღის წესრიგი:
"შპს სულხან - საბა ორბელიანის უნივერსიტეტის "საჯარო მმართველობის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ" საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2026 წლის 08 მაისის №553464 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შპს სულხან - საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.