განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) თანამშრომელთა მობილობის პროცესში.
ვიზიტის ფარგლებში გაზიარებული იქნა უნგრეთის აკრედიტაციის კომიტეტის (MAB) გამოცდილება დაინტერესებული მხარეთა ჩართულობის, ინსტიტუციური პროცესების დაგეგმვისა და განხორციელების, საერთაშორისო თანამშრომლობის მართვისა და ხილვადობის გაზრდის მიმართულებით. ცენტრის წარმომადგენლებს, მიეცათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება აღნიშნულ საკითხებზე.
ღონისძიების ფარგლებში, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს, განათლების ხარისხის განვითარების პროცესებში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმებზე. ასევე, ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებთან და გაერთიანებებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება.
ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოები წარმომადგენლები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გეგმაზე, რომელიც მოიცავს ექსპერტთა ერთობლივი ბაზების შექმნას/განვითარებას და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ერთობლივი აქტივობების განხორციელებას
.
CEENQA ს აღნიშნული ღონისძიება 2026 წლის თანამშრომელთა მობილობის სქემის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოებს შორის გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკების შესწავლას და ხარისხის უზრუნველყოფის თემებზე კოლეგებთან დისკუსიას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და უნგრეთის აკრედიტაციის კომიტეტს (MAB) შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას.