FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ხორვატიაში ციფრული განათლების სტრატეგიებს გაეცნენ

24 ივნისი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა და ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ხორვატიის ქალაქ ზაგრებში გამართულ სასწავლო ვიზიტში, რომელიც ERASMUS+ პროექტ PRODIGE-ის ფარგლებში გაიმართა.
 
ვიზიტის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, დეტალურად გაცნობოდნენ ციფრული განათლების სტრატეგიების განხორციელებას როგორც ხორვატიაში მოქმედ უნივერსიტეტებში, ისე ეროვნულ დონეზე სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციაში. მათ ასევე წარედგინათ მოდელი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ უნდა შექმნან უნივერსიტეტებმა ეფექტიანი ციფრული ეკოსისტემა.
 
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის ციფრული განათლების 2021-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ორიენტირებულია მდგრადი სისტემების განვითარებასა და ციფრული უნარების ამაღლებაზე.
 
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ ზაგრების ალგებრა ბერნისის უნივერსიტეტს, სადაც გაეცნენ როგორც საერთაშორისო პროგრამების მხარდამჭერ ღონისძიებებს, ასევე ჰიბრიდულ და ონლაინ სწავლებაზე გადასვლის სტრატეგიებს.
 
შეხვედრები ასევე გაიმართა ხორვატიის განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში და უმაღლესი განათლების სააგენტოში (AZVO), სადაც ცენტრის წარმომადგენლები გაეცნენ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს. ასევე, ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ ხორვატიის ეროვნულ აკადემიურ და კვლევით ქსელს (CARNET), რომელიც უზრუნველყოფს ციფრულ კავშირსა და ელექტრონული სწავლების სერვისებს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ხორვატიაში ციფრული განათლების სტრატეგიებს გაეცნენ