მიმდინარე წლის 2 ივლისს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა 2026 წლის 31 მარტის N 382661 ბრძანებით დამტკიცებული საზღვაო მეცნიერების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს პირველი სხდომა.
საბჭომ იმსჯელა ცენტრის დირექტორის 2025 წლის 25 აპრილის №442219 ბრძანებით დამტკიცებული „საზღვაო მეცნიერების", „საზღვაო ინჟინერიისა" და „საზღვაო ელექტროინჟინერიის" უმაღლესი განათლების დარგობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ განახლებულ საზღვაო მეცნიერების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით.