FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

17 ივლისი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ERASMUS+-ის პროექტის „ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში“ (PRODIGE) ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.



პროექტის ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს მუშაობას ციფრული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შექმნის მიმართულებით.



პროცესის ფარგლებში დაგეგმილია კონცეფციის შემუშავება და შესაბამისი მექანიზმების შექმნა. ასევე, მომზადებული დოკუმენტები შეფასდება საერთაშორისო პარტნიორების — ესტონეთის განათლებისა და ახალგაზრდობის საბჭოს (HARNO) და ბელგიის მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდის (EFMD) — მიერ.



შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ბელგიის მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდის (EFMD), ესტონეთის განათლებისა და ახალგაზრდობის საბჭოს (HARNO), ხორვატიის ალგებრა ბერნეისის უნივერსიტეტისა და სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.



დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: https://prodige.com.ge/

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა