განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობით, პროფესიული სტუდენტის შეფასებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას გეგმავს.
პროფესიული სტუდენტის შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად მხარეებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს და ისაუბრეს ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე.
შეხვედრაზე მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოკლე ვადაში წარმოუდგენენ წინადადებებს, რომელშიც ასახული იქნება პროფესიული სტუდენტის შეფასების მათთან არსებული მეთოდები. მოსაზრებების გაზიარების და გათვალისწინების შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები პროფესიული სტუდენტის შეფასებასთან დაკავშირებით.