FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების მესამე ეტაპი დასრულდა

20 ივლისი 2015

პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის 6 ივლისს დაიწყო და 20 ივლისს  დასრულდა სამუშაო ჯგუფების ინტენსიური შეხვედრები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების საკითხებზე. აღნიშნულ ეტაპზე 27 ჩარჩო დოკუმენტი და შესაბამისი მოდულები შემუშავდა, რაზეც 150-ზე მეტი პროფესიული განათლებლის მასწავლებელი და დარგის სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას.

მიმდინარე წლის ბოლომდე 100 ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებაა დაგეგმილი. მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების ნაწილის განხორციელება შემოდგომაზე იწყება. 

ყველა მონაწილეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისათვის სერტიფიკატი გადაეცა. 

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების მესამე ეტაპი დასრულდა