20 ივლისს ხელოვნების, განათლების და ჰუმანიტარული მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების და ზოგადი სავალდებულო მოდულების პროექტები განიხილეს.
საბჭოს წევრებმა, რომელშიც დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, საგანმანათლებლო დაწესებულებების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არიან შეყვანილნი, დადებითი რეკომენდაცია მისცეს ცენტრის დირექტორს ამ დოკუმენტების დასამტკიცებლად. მზად ვართ დაუყოვნებლივ დავასაქმოთ ამ სტანდარტების შესაბამისად მომზადებული კადრები, ისინი ძალიან მოთხოვნადნი არიან შრომის ბაზარზე- აღნიშნეს დამსაქმებელთა წარმომადგენლებმა.
საბჭოს ყველა წევრმა ხაზი გაუსვა განსახილველ დოკუმენტებზე მომუშავე ჯგუფების წევრთა მაღალ კომპეტენციას და დოკუმენტების მომზადების მაღალ დონეს.