FAQ

საზღვაო მეცნიერების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა

7 აგვისტო 2026

გაცნობებთ, რომ  ცენტრის დირექტორის 2026 წლის 31 მარტის N382661  ბრძანებით დამტკიცებულმა საზღვაო მეცნიერების უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ სსიპ- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიცირებით განაახლა საზღვაომეცნიერების უმაღლესი განათლების  დარგობრივი მახასიათებელი. დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვის მიზნით, 2026 წლის 11 სექტემბერს, 15:00 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.

 

დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 07.08.2026-დან- 07.09.2026, 18:00-მდე,  იწარმოებს შემდეგ ბმულზე:     საზღვაო მეცნიერების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი -  საჯარო განხილვა.  – Fill out form

 

საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურს  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge  დარგობრივი მახასიათებლის  პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva  (პუნქტი  99).