FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 7 აგვისტო 2026

2026 წლის 21 აგვისტო, 12:00 საათი

 

დღის წესრიგი:

 

1.    შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის "სამართლის" საბაკალავრო და "ბიზნესის სამართლის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2.    სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბიოლოგიის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა;
3.    შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის "დიპლომირებული მედიკოსის (ეპდს)"  ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
4.    სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მათემატიკის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის გეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
5.    სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "სამხედრო ინჟინერიის"  სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე არაგეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
6.    შპს საქართველოს უნივერსიტეტის „ადამიანური კაპიტალის მართვა და ციფრული ტრანსფორმაციის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის პირობების შესრულების გეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
7.    სსსიპ - საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ბიზნესის ადმინისტრირებისა და სპორტის მენეჯმენტის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების გეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
8.    შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის "საფრენი აპარატების დაპროექტებისა და წარმოების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების არაგეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
9.    შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს "ფინანსების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების გეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
10.    შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის "ფინანსების" ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების გეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა.
 
 
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. 
 
 
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით