FAQ

მშენებლობის, არქიტექტურის და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებებისდარგობრივისაბჭოებისსხდომებიჩატარდა

24 ივლისი 2015

23 ივლისს მშენებლობის, არქიტექტურის და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულების დარგობრივი საბჭოების სხდომები ჩატარდა. სხდომებზე შესაბამისი მიმართულების პროფესიული სტანდარტების და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტები სპროექტები განიხილეს. საბჭოებმა განიხილეს წარდგენილი დოკუმენტების პროექტები და დადებითი რეკომენდაცია მისცეს ცენტრის დირექტორს ამ დოკუმენტების დასამტკიცებლად. ასევე საბჭოებმა გამოიყენეს მათთვის მინიჭებული უფლებამოსლება და მოახდინეს დარგში ახალი პროფესიების ინიცირება.

„საბჭოების მუშაობის პროცესი უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა. რაც მთავარია, საბჭოების წევრებს გათავისებული აქვთ პროცესის მნიშვნელობა და თავიანთი როლი. განხილვები იმდენად სიღრმისეულია, რომ საბჭოების წევრთა უმეტესობას დიდი მოლოდინი აქვს თუ როდის გაეცნობიან მოდულური პროგრამების დანერგვის პირველ შედეგებს. ყველანი პროფესიული განათლების რეფორმის ამ უმინიშვნელოვანეს კომპონენტს გულშემატკივრობენ.“- განაცხადა პროფესიულ კვლიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა კახაბერ ერაძემ.

მშენებლობის, არქიტექტურის და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებებისდარგობრივისაბჭოებისსხდომებიჩატარდა