FAQ

საზღვაო მეცნიერების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა გაიმართა

14 სექტემბერი 2026

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული „საზღვაო მეცნიერების“ უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის სხდომა გაიმართა.

 

დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და უკუკავშირის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული დოკუმენტი ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული იყო 2026 წლის 7 აგვისტოდან - 7 სექტემბრის ჩათვლით. ვინაიდან განსაზღვრულ ვადაში შენიშვნები და დამატებითი წინადადებები არ შემოსულა და პროექტში არსებითი ხასიათის ცვლილებების შეტანა არ საჭიროებდა განხილვას, სხდომაზე საბჭომ კენჭი უყარა დარგობრივი მახასიათებლის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენის საკითხს.

 

საბჭოს დამსწრე წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით, მიიღო გადაწყვეტილება შემუშავებული დოკუმენტის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად  წარდგენის თაობაზე.