დასრულდა 11 დარგობრივი საბჭოს პირველი სხდომები, რომლებზეც 54 პროფესიული სტანდარტის პროექტი იქნა გატანილი.
დარგობრივი საბჭოები მთავრობის მიერ აღიარებული სოციალური პარტნიორების მიერ წარმოდგენილი მაღალპროფესიონალი სპეცალისტებით და განათლების ექსპერტებით არის დაკომპლექტებული. საბჭოების მუშაობამ საქმიან რეჟიმში ჩაიარა და საკითხების სიღრმისეული განხილვის შემდეგ ყველა წარდგენილ პროფესიულ სტანდარტს დადებითი რეკომენდაცია მიეცა ცენტრის დირექტორის მიერ დასამტკიცებლად.
ახალი პროფესიული სტანდარტები და როგრამის ცარჩო დოკუმენტები მსოფლიოში აღიარებული DACUM პრინციპის დაცვითაა მომზადებული, რაც დამსამებლის მოთხოვნების მაქსიმალურ გათვალისწინებას ისახავს მიზნად. სწორედ სტანდარტების მომზადების შერჩეულმა მეთოდოლოგიამ და ფასილიტატორთა პრიოფესიონალიზმმა უზრუნველყო მათი იმ სახით მომზადება, რამაც დარგობრივი საბჭოების ცალსახა მოწონება დაიმსახურა.
დარგობრივი საბჭოების რეკომენდაციების საფუძველზე, პროფესიული სტანდარტები ცენტრის დიორექტორის მიერ იქნა დამტკიცებული.