გაცნობებთ, რომ 2026 წლის 1 ოქტომბრიდან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საგანმანათლებლო დოკუმენტის დადასტურების ან აღიარების თაობაზე პირველადი განაცხადის შემოტანის მიზნით, მოქალაქემ წინასწარ უნდა დაჯავშნოს ვიზიტი.
ვიზიტის დაჯავშნისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://booking.eqe.ge
ცენტრის ვებგვერდზე (eqe.ge)რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდგომ, გამოჩნდება ჯავშნის ერთჯერადი კოდი, რომელიც უნდა წარმოადგინოთ ცენტრში ვიზიტის დროს.
ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, ცენტრში ვიზიტის დროს სასურველია წარმოადგინოთ წინასწარ შევსებული განცხადების ფორმა, რომელიც განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე ( https://eqe.ge/ka/blocks/12/show ).
მოქალაქეთა მიერ განაცხადების მიღების წინასწარი ჯავშნის სისტემის ამოქმედების მიზანია, რომ მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს მოქალაქის მიერ განცხადების ჩაბარება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მოქალაქეთა რიგისა და ლოდინის დროის შემცირებას.