FAQ

20 ოქტომბრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 6 ოქტომბერი 2026

2026 წლის 20 ოქტომბერი 14:00 საათი

 

დღის წესრიგი

 

1.    შპს ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის "მედიცინის" ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
2.    შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3.    შპს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ,,ბიზნესის ადმინისტრირების" ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
4.    სსიპ - საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი)" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა; 
5.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ანთროპოლოგიის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით განხორციელებული შეფასების პროცესი);
6.    სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "კომპიუტერული ინჟინერიის" ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიატციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა. 
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  
 
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით