FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ!

30 ივლისი 2015

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 27 ივლისის N529 ბრძანებით დამტკიცდა 54 ახალი პროფესიული სტანდარტი, ხოლო 2015 წლის 28 ივლისის N536 ბრძანებით დამტკიცდა 54 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი და 11 ზოგადი სავალდებულო მოდული.

საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის, რომლებიც მიმდინარე წელს გეგმავენ თვითშეფასების გზით დაიმატონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ატარებს საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს.

დაინტერესებულ დაწესებულებებს ვთხოვთ, 2015 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით ელ-ფოსტაზე info@eqe.ge გამოაგზავნონ ინფორმაცია შეხვედრებზე დასწრების სურვილის შესახებ.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 27 ივლისის N529 ბრძანებით დამტკიცებული 54 ახალი პროფესიული სტანდარტის ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული მისამართიდან: http://vet.ge/jump_profession/direction/