განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ერთ-ერთი სესია სრულად დაეთმო სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ლაშა მარგისვილმა. მან მიმოიხილა ცენტრის საქმიანობა 2026 წელს და სესიის მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვა.
ცენტრის ადრეული აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარი მიქაუტიძემ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა დეპარტამენტის 2026 წლის საქმიანობის შედეგები და მომავალი წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტები.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებმა. მათ განიხილეს ავტორიზაციის პროცესში გამოვლენილი გამოწვევები, მიღწეული შედეგები და დაგროვილი გამოცდილება, ასევე იმსჯელეს აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.