განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა მონაწილეობა მიიღო ცენტრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში „თანამშრომელთა საერთაშორისო დღე“ (International Staff Day), რომელშიც უცხოეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო პარტნიორებმა ისაუბრეს თავიანთი სააგენტოების მისიაზე, ხედვაზე, ძირითად ფუნქციებსა და სტრუქტურაზე, ასევე საგანმანათლებლო სისტემაში მათ როლსა და პასუხისმგებლობებზე.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდეს ცენტრის საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და სტრატეგიული მიმართულებების შესახებ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების საკითხებზე. ასევე განიხილეს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსების მართვისა და ექსპერტთა საქმიანობის შეფასების მექანიზმები და ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკული მაგალითები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ხორვატიის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სააგენტოს (ASHE), გერმანიის საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირების აკრედიტაციის ფონდის (FIBAA) და თურქეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს (THEQC) წარმომადგენლები