განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის ქვეყნების განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მე-10 საერთაშორისო ფორუმში.
ფორუმი ასტანაში, ყაზახეთის რესპუბლიკის აკრედიტაციისა და შეფასების დამოუკიდებელი სააგენტოს (IAAR) ორგანიზებით გაიმართა.
ლაშა მარგიშვილი მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში, რომელიც განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას დაეთმო.
დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე სწავლა-სწავლებისა და კვლევის პროცესებში. ასევე განიხილეს მათი პასუხისმგებლობითა და ეთიკური ნორმების დაცვით გამოყენების პრინციპები.
ფორუმს ესწრებოდნენ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის წამყვანი საერთაშორისო ქსელებისა და ასოციაციების, მათ შორის ENQA-ს, EQAR-ისა და WFME-ის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და განათლების სფეროს ექსპერტები გაერთიანებული სამეფოდან, ბულგარეთიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან