განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2026 წლის 16 სექტემბერს გაიმართა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს მე-12 სხდომა.
სხდომაზე მრჩეველთა საბჭოს ახალ წევრებს გაეცნოთ საბჭოს საქმიანობის წესის ძირითადი საკითხები.
სხდომაზე მრჩეველთა საბჭომ შეითანხმა GEOREF პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება“ - ფარგლებში შემუშავებული საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშის საბოლოო პროექტი.
შეხვედრაზე ასევე წარდგენილ იქნა თემატური ანალიზის - „საქართველოს განათლების სისტემაში მოკლე ციკლის პროგრამების განვითარების შესაძლებლობები“ - შედეგები.
მრჩეველთა საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საკითხები და ყველა მათგანს დადებითი რეკომენდაცია მისცა.