FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაში — ECCES 2026 მიიღო მონაწილეობა

20 ოქტომბერი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა მონაწილეობა მიიღო სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაში — ECCES 2026, რომელიც კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

 

ლაშა მარგიშვილი კონფერენციაზე მოხსენებით — „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების პერსპექტივები“ წარდგა. პრეზენტაცია მოიცავდა საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების ეტაპებსა და მისი შემდგომი გაუმჯობესების ხედვებს.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

 

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) არჩეული პრეზიდენტი ემიოლა ოლუვაბუნმი ოლაპადე-ოლაოპა, ჯანდაცვის პროფესიული განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) პრეზიდენტი იანუშ იანჩუკოვიჩი, ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტი ჰარმ პიტერსი, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, უნივერსიტეტების პროფესორები, მეცნიერები და სტუდენტები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაში — ECCES 2026 მიიღო მონაწილეობა