განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, მშენებლობისა და სამოქალაქო ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს I სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საბჭომ დაიწყო მუშაობს სამოქალაქო ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტზე.
დარგობრივი მახასიათებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის წარმოადგენს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განვითარების სახელმძღვანელო პრინციპების კრებულს, განსაზღვრავს კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სწავლის შედეგების მინიმალურ სტანდარტებს, მათ მისაღწევად საჭირო სწავლება-სწავლისა და შეფასების მეთოდებს, საჭირო რესურსებს და სხვა არსებით მახასიათებლებს.