განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, 14:00 საათზე, სურსათის უვნებლობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს II სხდომა გაიმართება.
სხდომაზე საბჭო მუშაობას განაგრძობს სურსათის უვნებლობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტზე.
დარგობრივი მახასიათებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის წარმოადგენს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განვითარების სახელმძღვანელო პრინციპების კრებულს, განსაზღვრავს კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სწავლის შედეგების მინიმალურ სტანდარტებს, მათ მისაღწევად საჭირო სწავლება-სწავლისა და შეფასების მეთოდებს, საჭირო რესურსებს და სხვა არსებით მახასიათებლებს.
შეხვედრის დეტალები:
Invite Link: https://us02web.zoom.us/j/85484906477?pwd=IRjW6u4WWebvsItyf67Gp1LbBAyuRB.1
Meeting ID: 854 8490 6477
Passcode: 503767