2026 წლის 12 ნოემბერი, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პირობების შესრულების შესახებ განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის "თურქეთისმცოდნეობის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ავტორიზაციის პირობების შესრულების შესახებ განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.
დასწრების ბმული:
https://us02web.zoom.us/j/82114754869?pwd=l1Ob4v6X2GbjxAvdMcr8GUjv91P8Sg.1
Meeting ID: 821 1475 4869
Passcode: 649326