გაცნობებთ, რომ სურსათის უვნებლობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავდა სურსათის უვნებლობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი. დარგობრივი მახასიათებლის პროექტი დაინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან. ზემოაღნიშნული დოკუმენტის განხილვის მიზნით, 2026 წლის 26 ნოემბერს, 16:00 საათზე, პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით, დანიშნულია საჯარო განხილვის სხდომა.
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და მოსაზრებების წარდგენა, ასევე საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 4 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე: https://forms.cloud.microsoft/e/avW1mUz7Ct
დარეგისტრირებულ პირებს საჯარო განხილვაზე დასასწრებად დეტალური ინფორმაცია გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს, სოფო გაფრინდაშვილს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: s.gaprindashvili@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი N101).