განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ლაშა მარგიშვილი და დირექტორის მოადგილე ქეთევან კობახიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ.
ლაშა მარგიშვილმა და ქეთევან კობახიძემ ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სტაჟიორებმა ცენტრში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ საკუთარი გამოცდილება, შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გააზიარეს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირებას 22 ახალგაზრდა გადის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცენტრის ადამიანური რესურსებისა და საქმისწარმოების სამსახურის წარმომადგენლები.