FAQ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელების დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

16 ნოემბერი 2026

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების" (შემდგომში - ავტორიზაციის დებულება) 25-ე მუხლის თანახმად, ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან განახორციელონ ყოველწლიური თვითშეფასება.


ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, ყოველწლიური თვითშეფასების ელექტრონულ პლატფორმაზე (evaluate.eqe.ge) ყოველწლიური თვითშეფასებები უნდა წარმოედგინათ სასწავლო წლის დასრულებიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში.


გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, თვითშეფასების ელექტრონულ პლატფორმაზე, დაწესებულებებს დამატებით ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ თვითშეფასების კითხვარებზე ან დაასრულონ გამოგზავნის ეტაპი და წარმოადგინონ ყოველწლიური თვითშეფასებები.


დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა შესაძლებელია მოგვმართონ ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შემდეგ ელ-ფოსტაზე: generaledu@eqe.ge