განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 20 ნოემბერს მშენებლობისა და სამოქალაქო ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭომ იმსჯელა სამოქალაქო ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შემუშავებაზე.