გაცნობებთ, რომ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავდა გეოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი.
დოკუმენტის საჯარო განხილვის მიზნით, 2026 წლის 17 დეკემბერს, 17:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება საჯარო განხილვის სხდომა.
დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით, წინადადებებისა და მოსაზრებების წარდგენა, აგრეთვე საჯარო განხილვაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2026 წლის 24 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე: https://forms.cloud.microsoft/e/3Mu92fRjJK
დარეგისტრირებულ პირებს საჯარო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დეტალური ინფორმაცია სხდომამდე ერთი დღით ადრე გაეგზავნებათ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს, ხატია ბერიძეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: k.beridze@eqe.ge.
გეოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი N102)