FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა იტალიაში Erasmus+-ის პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

24 ნოემბერი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები Erasmus+-ის პროექტის ARAQUA 2 ფარგლებში იტალიაში, ქალაქ რომში გამართულ Peer Learning აქტივობას დაესწრნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა უმაღლეს განათლებაზე დაშვების მოსაპოვებელი კვალიფიკაციების ავტომატური აღიარების ინსტრუმენტები განიხილეს. მათ ასევე შეისწავლეს ავტომატური აღიარების იტალიური და საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო და მისი კავშირი ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურებთან.

 

სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ავტომატური აღიარების პრაქტიკულ დანერგვაზე, მათ შორის, განათლების სფეროს პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოების მხარდაჭერის საჭიროებაზე, დანერგვის გზებსა და შესაბამის ინსტრუმენტებზე.

 

Erasmus+-ის პროექტი ARAQUA 2 მიზნად ისახავს პარტნიორ ქვეყნებში უმაღლეს განათლებაზე დაშვების მოსაპოვებელი კვალიფიკაციების ავტომატური აღიარების პრინციპებისა და პრაქტიკული მექანიზმების შემუშავებას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა იტალიაში Erasmus+-ის პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა