გაცნობებთ, რომ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავდა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი.
დოკუმენტის საჯარო განხილვის მიზნით, 2026 წლის 17 დეკემბერს, 17:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება საჯარო განხილვის სხდომა. https://us02web.zoom.us/j/89743715837?pwd=ugOaV6gMxCHbNYo1vlmhUazBYhWFqM.1
დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით, წინადადებებისა და მოსაზრებების წარდგენა, აგრეთვე საჯარო განხილვაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2026 წლის 24 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე: https://forms.cloud.microsoft/e/npVqqhQxeB
დარეგისტრირებულ პირებს საჯარო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დეტალური ინფორმაცია სხდომამდე ერთი დღით ადრე გაეგზავნებათ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს, ხატია ბერიძეს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: k.beridze@eqe.ge.
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი N104).