FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სტამბოლში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

18 ნოემბერი 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა მონაწილეობა მიიღეს სტამბოლში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმში – „Going Global 2026 – Future-ready tertiary education“.


ზვიად გაბისონიამ ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით: „ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება უმაღლესი განათლების სისტემებში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.


მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების ავტომატური აღიარების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზვიად გაბისონიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო დოკუმენტის – „AI Compass for Education“ შემუშავების პროცესში საქართველოს ჩართულობაზე.


დისკუსიის მონაწილეებმა უმაღლესი განათლების სისტემებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების ეროვნული სტრატეგიები განიხილეს, ამ პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.


„Going Global 2026“ მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემების, მომავლის გამოწვევების გათვალისწინებით, შესაბამისი განვითარების ხელშეწყობას.


ფორუმში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სტამბოლში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმში მიიღო მონაწილეობა