3 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დარგობრივი საბჭოების მუშაობის პირველი შედეგების განხილვა შედგა.
თერთმეტმა დარგობრივმა საბჭომ სხდომები გამართა, რომელზეც 119 საკითხი იქნა განხილული. პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიერ გაწეული სამუშაოს ეფექტიანობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ საბჭოებმა ყველა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დარგობრივი საბჭოების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე.
დარგობრივი საბჭოების მუშაობის პროცესზე დაკვირვების პროცესის, საკითხების განხილვის სიღრმისეულობის, საქმისადმი დამოკიდებულების, მხარეთა ჩართულობის ხარისხის, დასმული საკითხების სერიოზულობის და მათი არსებითი ხასიათის გათვალისწინებით საბჭოების მუშაობა დადებითად შეფასდა.
„დარგობრივი საბჭოების მუშაობის ფორმატი და ახლახანს ჩამოყალიბებული პრატიკა ჩვენი შეფასებით, კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა ზეორიენტირებული სოციალური პარტნიორობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს“- განაცხადა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერმა კახაბერ ერაძემ.