მოდულური პროგრამების დანერგვაში ჩართვის ინტერესს სულ უფრო მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება გამოხატავს. ცენტრის განცხადებას მოდულური პროგრამების დანერგვაში კონსულტაციებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების შესახებ უმოკლეს დროში ოცამდე საგანმანათლებლო დაწესებულება გამოეხმაურა, რომლებიც აქამდე პროცესში არ იყვნენ ჩართულები. მათ შორისაა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლები.
დაინტერესებული დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის საკონსულტაციო შეხვედრა 5 აგვისტოს ჩატარდა.