FAQ

ავტორიზაციის ექსპერტების ტრენინიგი ჩატარდა

10 აგვისტო 2015

7 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტების ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის მთავარი მიზანი იყო ექსპერტებისათვის ინფორმაციის მიწოდება მოდულური პროგრამების დანერგვასთან დაკავშირებულ მარეგულირებელ აქტებში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების განხილვა მოდულური პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით.

პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის შესაბამისად, მიმდინარე წელს მოდულური პროგრამების დანერგვა იწყება. დაწესებულებებს საშუალება აქვთ თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით, 2015 წლის 10-დან 31 აგვისტოს ჩათვლით დაიმატონ მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.