განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მობილობით დაინტერესებული პირებისთვის რიგით მეორე ღია კარის დღე მოაწყო. სტუდენტები და მობილობით დაინტერესებული სხვა პირები შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს და მათგან მიიღეს ინფორმაცია მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
დაინტერესებულ პირებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.
ელექტრონულ პორტალზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის განაცხადების რეგისტრაცია დაიწყო 3 აგვისტოს და გაგრძელდება 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.